Saturday, October 24, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო -"ჩემი სოფელი"
    დავასრულე ჩემი პროექტის  პორტფოლიო და დავდეთ ბლოგზე. გავაკეთეთ პრეზენტაციები,  შევქმენით მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი, ვისწავლე პროექტის დაგეგმვა.
    ამ კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნა დაგვეხმარება სასწავლო პროცესის უკეთესად წარმართვაში, რადგან პროექტული სწავლება პირდაპირ მოსწავლეზეა ორიენტირებული. პროექტზე მუშაობის  შედეგად მოსწავლეს განუვითარდება მაღალი სააზროვნო უნარები. ისწავლის კომუნიკაციის,  ურთიერთთანამშრომლობის,  კვლევა-ძიების უნარის გამოყენებას.

Sunday, October 18, 2015

მერვე დრე

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით....
  გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
  გავეცანი დიფერენცირებულ მიდგომებს და შევქმენით ამ მიდგომით ერთ-ერთი სავარჯიშო,რათა მოსწავლე ყოფილიყო დამოუკიდებელი მსწავლელი.
  სევქმენით ფასილიტაციის ნიმუში,, რათა გაზრდილიყო მოსწავლეთა პროდუქტიულობა და სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Saturday, October 17, 2015

მეშვიდე დღე

    მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.......
  გავეცანით მოსწავლეთა შეფასების ნიმუშებს, გადავაკეთეთ და  მოვარგე ჩემს პრეზენტაციას.
   ტრენინგის მონაწილე მასწავლებლებს, უკუკავშირის მიზნით, ბლოგზე დავუდე კომენტარები.
  გავეცანით თვითშეფასების ნიმუშებს და ფორმებს  და გავიაზრე, როგორ შეიძლება მათი მოდიფიცირება ჩემს პროექტებზე მუშაობისას.
   ეს ყველაფერი მოსწავლეებს დაეხმარებათ, რომ დამოუკიდებლად შექმნან პრეზენტაციები, ამათ განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები.

Sunday, October 11, 2015

მეექვსე დღე

    მოვირგე მოსწავლის როლი, გავითვალისწინე მათი შესაძლებლობები და უნარები.
შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და ვაჩვენე მოსწავლეებს, რათა გაუადვილდეთ თემასთან დაკავშირებით მსგავსი ნამუშევრის შექმნა.

Saturday, October 10, 2015

მეხუთე დღე

  ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ
  საკუთარი ნამუშევრების ბლოგზე ატვირთვა. ამ ნაშრომებზე უკუკავშირის მიცემა. განმავითარებელი კომენტარის მიცემა.
   საავტორო უფლეებების დაცვის აუცილებლობა.
   საიტების დამახსოვრება bookmarks გამოყენებით.
   საძიებოსისტემების დამახსოვრება.

Sunday, October 4, 2015

მეოთხე დღე


     ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით
*სტანდარტის მიხედვით მიზნების  გაწერა.
* საკვანძო კითხვები დამეხმარა მოსწავლის გამოწვევასა და სიღრმისეულ წვდომაში.
*შევიმუშავე შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები.
*გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია.

Saturday, October 3, 2015

მესამე დღე


შევიმუშავე  პროექტის თემასთან დაკავშირებული საგნობრივი სტანდარტები და მიზნები.
ეს მიზნები მოვარგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
გავეცანი ნიმუშებს და გავწერე  პროექტის გეგმაში